Monday, July 11, 2016

პროექტის პორტფოლიო


ვფიქრობ სასწავლო პროცესში პროექტების დანერგვა მნიშვნელოვანია. განვლილი ტრენინგიდან მივიღე ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დავგეგმო და ავაგო პროექტი.
უპირველეს ყოვლისა პროექტისთვის აქტუალური თემა უნდა იქნეს არჩეული.  რაც მეტად აქტუალურია თემა მით მეტი დაინტერესება და ჩართულობაა მოსწავლეთა მხრიდან.
პროექტი დამეხმარება მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებაში და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, შევიძენ გამოცდილებას რამდენად მიზანმიმართულად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
პროექტისთვის მზადებაში აუცილებელია სტანდარტების განსაზღვრა, რომლებსაც მოვარგებ მოსწავლეებს, აგრეთვე მნიშვნელოვანია მიზნების სწორად დასახვა. სწორად დასახული მიზანი დამეხმარება მოსწავლე გავიყვანო სასურველ შედეგამდე. მოსწავლეთა სწავლის საჭიროებების განსაზღვრისათვის აუცილებელია დროში გაწერილი პროექტის გეგმა. ვთვლი  მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის სარგებელი მოაქვს უკუკავშირს. უკუკავშირისას უკეთ გამოიკვეთება მიზნობრიობა. რაც შეეხება შეფასებას, ნაშრომი უნდა მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. პროექტის მსვლელობისას მიმაჩნია, რომ აუცილებელია მივუთითო გამოყენებული  ლიტერატურა, რადგან არ მოხდეს საავტორო უფლებების დარღვევა.
ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ამ ტრენინგმა მასწავლა პროექტის დალაგება, დასრულყოფილება და საბოლოო სახემდე მიყვანა. მინდა მადლობა გადავუხადო ტრენინგ ხელმძღვანელს ქალბატონ ირინას, რომელმაც ძალა არ დაიშურა და თითოეულ ჩვენგანს მოგვცა სწორი მიმართულება.




Wednesday, July 6, 2016

გავეცინით და ვიმუშავეთ შეფასების იმ ფორმებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოგვადგება პროექტის მსვლელობაში. რადგანაც მნიშვნელოვანია როგორ შევაფასო მოსწავლე სწავლის პროცესში, როგორ მოვახდინო უკუკავშირი, რათა გამოვავლინო პროცესის სირთულეები პროექტის დროს. ცხადია უნდა შემეძლოს  ჩეკლისტების, რუბრიკების შექმნა შექმნა და გამოყენება. მნიშვნელოვანა როგორ განვსაზღვრავ აქტივობებს და დავალებებს, რამდენად სწორად შევარჩევ შეფასების სტრატეგიებს, რომ მივარწიო მოსწავლეების აზროვნების ზედა დონის  უნარ-ჩვევების განვითარებას.

Monday, July 4, 2016

გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების მსვლელობას, სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება განვსაზღვრო მოსწავლის შრომის შედეგები, რომელიც უნდა მოიცავდეს შეფასება, სინთეზს და ანალიზს. ნაშრომი უნდა მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა კვლევა, გამორჩევა, ანალიზი...

Friday, July 1, 2016

გავეცანი უკუკავშირის მეთოდებს, უკუკავშირს ორმაგი სარგებელი აქვს, პროექტის ავტორისთვის და შემფასებლისთვის. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს, გავითვალისწინეთ კრიტერიუმები და გავითამაშეთ უკუკავშირის სიმულაცია წყვილებში. რის შედეგადაც  შევაფასეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.  უკეთესად გამოვკვეთეთ მიზნობრიობა.
გავეცანი საავტორო უფლებებს, რათა არ მოხდეს შემდგომში საავტორო უფლებების დარღვევა.
ვეთანხმები აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის აღნიშვნის აუცილებლობას, რადგან ინფორმირებული იყოს ყველა, ვისაც პროექტის გაცნობის სურვილი ექნება თუ რა მასალა გამოვიყენე და როგორ მოვიძიე ინფორმაცია. დავინახე საკომუნიკაციო საშუალებების დადებითი მხარე, რის საშუალებითაც მოვახერხებ კოლეგებთან ერთობლივ მუშაობას.