Wednesday, June 29, 2016
დღეს განვიხილეთ და ვიმსჯელეთ შეფასების დროში გაწერილ გეგმაზე. შეფასების დროში გაწერილი გეგმა დამეხმარება განვსაზღვრო პროექტის მონიტორინგის ეტაბი, დავაფიქსირო მოსწავლეთა სწავლის საჭიროებები და შევინარჩუნო სწორი მიმართულება, დამეხმარება პროექტი მოვიყვანო შესაბამისობაში მიზნებთან.შევძლებ გავაღრმაო და დავასრულყოფილო შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასასრულს.
Monday, June 27, 2016
პროექტისათვის მზადებაში აუცილებელია სტანდარტის განსაზღვრა, სტანდარტი მორგებული უნდა იყოს მოსწავლეზე.დღევანდელი მოდულის ერთერთი პუნქტი მიზნების ფორმულირებაა, ვფიქრობ მიზნების ფორმულირება აუცილებელი და გარდაუვალი თანამდევია საგაკვეთილო პროცესისათვის. სწორად დასახული მიზანი მასწავლებელს ეხმარება მოსწავლე გაიყვანოს სასურველ შედეგამდე. მისაღწევი შედეგების დემონსტრირებას მოსწავლეები ახდენენ კონკრეტული აქტივობებით. რაც შეეხება მიმართულების მიმცემ კითხვებს, ამ კითხვების საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ მოსწავლის ზოგადი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რა წარმოდგენა აქვს მას წარმოდგენილ საკითხზე. ამ შეკითხვების გამოყენება ხელსაყრელია ნებისმიერი თემისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)