Monday, June 27, 2016

პროექტისათვის მზადებაში აუცილებელია  სტანდარტის განსაზღვრა, სტანდარტი მორგებული უნდა იყოს მოსწავლეზე.დღევანდელი მოდულის ერთერთი პუნქტი მიზნების ფორმულირებაა, ვფიქრობ მიზნების ფორმულირება  აუცილებელი და  გარდაუვალი თანამდევია საგაკვეთილო პროცესისათვის. სწორად დასახული მიზანი მასწავლებელს ეხმარება მოსწავლე გაიყვანოს სასურველ შედეგამდე. მისაღწევი შედეგების დემონსტრირებას მოსწავლეები ახდენენ კონკრეტული აქტივობებით. რაც შეეხება მიმართულების მიმცემ კითხვებს, ამ კითხვების საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ მოსწავლის ზოგადი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რა წარმოდგენა აქვს მას  წარმოდგენილ საკითხზე. ამ შეკითხვების გამოყენება ხელსაყრელია ნებისმიერი თემისათვის.

No comments:

Post a Comment